„დინამო თბილისი“ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მოთამაშეებმა UFC-ს მებრძოლს, მერაბ დვალიშვილის რუს პიოტრ იანთან დაპირისპირებამდე ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც მას მხარდაჭერას გამოუცხადეს.

„მერაბ, რუსი მებრძოლის, პიოტრ იანის წინააღმდეგ შენი თანამებრძოლები ვართ. წარმატებები!“ – ამბობენ „დინამო თბილისის“ მოთამაშეები.

პიოტრ იანთან მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება 12 მარტს, UFC Vegas 71-ზე შედგება. პრინციპული ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა მებრძოლმა ამ დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს ბრძოლა ჩემთვის პირადულიცაა. იანი რუსეთიდანაა, მე კი – საქართველოდან. ყველამ ვიცით, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს და ასევე რა გააკეთა საქართველოში. მინდა, ჩემი ხალხისთვის გავიმარჯვო“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.