„დინამო თბილისი“ ჯერ თბილისში მოემზადება, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ჯერ თბილისში მოემზადება, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ დიღმის ბაზაზე ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის პრესსამსახურმა მოსამზადებელი შეკრების გეგმებზე ინფორმაცია გაავრცელა.

ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტმატჩს გამართავს: 20 იანვარს – ლიგა 2-ის თბილისის „ლოკომოტივთან“, ხოლო 25 იანვარს – ეროვნული ლიგის „თელავთან“.

27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს „დინამო“ თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს – მეტოქეები უკვე ცნობილია.

საქართელოს ვიცე-ჩემპიონი 31 იანვარს პრაღის „ბოჰემიანსს“ შეხვდება, 4 თებერვალს – ლუჰანსკისზორიას“, 8 თებერვალს – „ვალმიერას“ (ლატვია), 13 თებერვალს კიევის – „დინამოს“, ხოლო 19 თებერვალს – „ბელცს“ (მოლდოვა).

ამის შემდეგ „დინამო“ თურქულ შეკრებას დაასრულებს, თბილისში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის დაწყებამდე, რომელიც პირველ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.