„დინამო თბილისი“ ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებულია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის ფინალური სერია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული გადამწყვეტი მატჩით დასრულდა, რომელშიც წარმატებას „დინამო თბილისმა“ მიაღწია.

ფინალში კახა მაისაიას გაწვრთნილი გუნდი „სეუს“ დაუპირისპირდა, სერიის მესამე შეხვედრაში 7:3 დაამარცხა და ლიგა 3-ის პირველი სეზონის გამარჯვებული ისე გახდა, თამაში არ წაუგია. „დინამომ“ ფინალური სერია 3:0 მოიგო და მომდევნო სეზონში ფუტსალის ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ფინალურ დაპირისპირებამდე შედგა მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელშიც „ჯიპამ“ „რუსთავს“ 5:2 სძლია და სერია 2:1 მოიგო.

ფინალის შემდეგ ლიგა 3-ის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალდაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი სეზონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და SBM-ის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. გათამაშებაში რვა გუნდი მონაწილეობდა.