„დინამო თბილისი“ ახალი სპორტული დირექტორის ძიებაშია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ახალი სპორტული დირექტორის ძიებაშია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ სპორტული დირექტორის პოსტი ვაკანტურია, გუნდი ალექსანდრე რეხვიაშვილმა დატოვა – ინფორმაცია კლუბში დაადასტურეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „დინამოში“ კახა ცხადაძესთან ერთად მივიდა და ახალი გუნდის შენებას მასთან ერთად შეუდგა. მაგრამ ზაფხულში გუნდი მთავარ მწვრთნელს შეელია, რომელიც გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა, ახლა კი გადაწყვეტილება სპორტულ დირექტორთან დაკავშირებითაც მიიღეს.

ვინ შეცვლის პოსტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ალექსანდრე რეხვიაშვილის, ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „დინამოს“ ადმინისტრაცია კანდიდატურებს არჩევს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რეხვიაშვილი „დინამოს“ სპორტული დირექტორის პოსტზე 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა და დიდი გეგმები ჰქონდა. მაგრამ მისი გეგმები ვერ განხორციელდა, მის მიერ ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა ევროთასებზე თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს.

თუმცა, ეს იყო თანამშრომლობის დასრულების მიზეზი თუ სხვა რამ, ამაზე თბილისური კლუბი კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ მინიშნება იყო, რომ რეხვიაშვილი „იყო პასუხისმგებელი გუნდის სპორტულ პოლიტიკაზე“.