„დინამო თბილისი“ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდი სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებულია.

„დინამო თბილისის“ 15-წლამდელებმა გათამაშება დამაჯერებლად მოიგეს. მეორე ადგილზე სფფ-ის ლაგოდეხის აკადემიის გუნდი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი „საბურთალო“ გახდა.

„დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდმა ბოლო შეხვედრა „საბურთალოსთან“ 1:0 მოიგო.

გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს, ცერემონიალში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი მონაწილეობდა.