დინამო თბილისი 0-0 გაბალა | პირველი ტაიმის შემდეგ
დინამო თბილისი 0-0 გაბალა | პირველი ტაიმის შემდეგ

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა პირველი ტაიმი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისა თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ შორის.

პირველმა ნახევარმა დინამოელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა – 0-0.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც „გაბალას“ საშინაო არენაზე 25 ივლისს გაიმართა, დინამოელთა გამარჯვენით, 2-0 დასრულდა.