„დინამო“ შეკრებაზე კიევის „დინამოს“ შეხვდება
„დინამო“ შეკრებაზე კიევის „დინამოს“ შეხვდება

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური შეხვედრა სერბეთის სუპერლიგის „რადნიკთან” 2:2 ითამაშა და ამით ლარაში შეკრება დაასრულა.

თბილისელები მეორე შეკრებას მალე დაიწყებენ. გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კი, თბილისელებმა საკონტროლო შეხვედრები ამ ეტაპზეც დაგეგმეს.

დინამოელებს მომდევნო სპარინგ პარტნიორობას ცხრა თებერვალს ბოსნიური „მლადოსტი“ გაუწევს. 12 თებერვალს ჩვენი გუნდი „ოლექსანდრიას“ გაეჯიბრება, ხოლო 15 თებერვალს, შეკრებაზე დასკვნით მატჩს კიევის „დინამოსთან“ ჩავატარებთ.