„დინამო“ საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდა - პანდემიამ სოციალური მედიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების როლი გაზარდა
„დინამო“ საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდა - პანდემიამ სოციალური მედიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების როლი გაზარდა

„დინამო თბილისი“ საერთაშორისო ინტერაქტიულ ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდა. მისი ჩატარების ინიციატორი TBM Evolution გახლდათ, კონფერენცია კი პანდემიის პირობებში სპორტული ორგანიზაციების გულშემატკივართან ურთიერთობას და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობას ეძღვნება.

გლობალურ ფორუმში არაერთი მსოფლიო დონის სპორტული ორგანიზაცია და კლუბია ჩართული – ფიფა, ნაციონალური საფეხბურთო ლიგა, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია, ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაცია, „მილანი“, „ინტერი“, „არსენალი“, „ევერტონი“, „ეინდჰოვენი“, „რეალ სოსიედადი“, „ბრიუგე“ და მიუნჰენგლადბახის „ბორუსია“.

COVID-19 გლობალური შეზღუდვების გათვალისწინებით, სტრატეგიები, რომლითაც ორგანიზაციები ურთიერთობენ ფანებთან, მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. TBM Evolution Group-ზე მონაწილეებისადმი რეკომენდაციები გააჟღერეს.

„გლობალური ღონისძიება ეძღვნებოდა სპორტული დარგების წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებს – ჩვენ ვაყალიბებთ მომავალს. გულშემატკივართა ჩართულობის გლობალურ ფორუმზე სპორტის ორგანიზაციების გულშემატკივრებთან კომუნიკაციის თემა განვიხილეთ, რომელიც უზარმაზარ ცვლილებებს განიცდის. არსებობს ახალი ტექნოლოგიები, პლატფორმები და გულშემატკივართა მოლოდინები, რომლებიც ქმნიან ახალ არხებს გულშემატკივართა ინტერაქტიული ჩართულობისა და შემდგომი კომერციული ზრდისთვის. ამიტომ, ფორუმზე ორი დღის განმავლობაში ამ რთულ პერიოდში ინდუსტრიის წინაშე მდგარი გამოწვევები და გადაწყვეტილებები დეტალურად განიხილებოდა. ფორუმის მოწოდებაა, რომ ახალ გარემოში, სპორტული ორგანიზაციები ფანებთან ურთიერთობაში უნდა დაეყრდნონ თავიანთ ციფრულ კონტენტს, სოციალურ მედიასა და ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა ჩვეულებრივი დასწრების ფორმები შეცვალონ“, – წერია TBM Evolution Group-ის განცხადებაში.