„დინამო თბილისი“ 15 იანვრიდან პორტუგალიაში, ზამთრის შეკრებაზე იმყოფება. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მზადების პირველი ეტაპი ფიზმომზადებას დაუთმო, 26 იანვრიდან კი ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
თბილისური გუნდის პირველი მეტოქე შეკრებაზე MLS-ის დასავლეთ კონფერენციის საფეხბურთო კლუბი „დალასი“ იქნება. შემდეგ ლისაბონის „სპორტინგის“ მეორე შემადგენლობას შეხვდება, 1 თებერვალს კი შვეიცარიულ „კრიენსთან“ ისპარინგებს.
„დინამოს“ მატჩების განრიგი:
26 იანვარი
„დინამო თბილისი“ – „დალასი“ (აშშ)
31 იანვარი
„დინამო თბილისი“ – ლისაბონის „სპორტინგი ბ“ (პორტუგალია)
1 თებერვალი
„დინამო თბილისი“ – „კრიენსი“ (შვეიცარია)
დინამოელები პორტუგალიაში 13 თებერვლამდე დარჩებიან და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებენ. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დარჩენილ მეტოქეთა შესახებ ინფორმაცია მალე დაზუსტდება.