„დინამო“ მორიგი ტორპედოელით გაძლიერდა - ივანისენია უკრაინაში დაბრუნდა
„დინამო“ მორიგი ტორპედოელით გაძლიერდა - ივანისენია უკრაინაში დაბრუნდა
თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა და ისიც ქუთაისის „ტორპედოდან“ – ამიერიდან, კლუბში გიორგი ქიმაძე ითამაშებს.
 
27 წლის მარცხენა მცველმა კარიერა საჩხერის „ჩიხურაში“ დაიწყო, 2015 წლიდან კი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა. გიორგი ქიმაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა .
შეგახსენებთ, რომ მანამდე კლუბის რიგებს „ტორპედოდან“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეემატა.
ამავე დროს, „დინამოს“ დმიტრო ივანისენია დაემშვიდობა. დონეცკის „შახტარის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველი „დინამოს“ ფორმით 2018 წლიდან თამაშობდა, ბოლო შეხვედრა კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 20 ტურში ბოლნისში “სიონთან” ჩაატარა. დიდი ალბათობით, ის კარიერას ლუგანსკის „ზორიაში“ გააგრძელებს.