„დინამო“-„მაკაბის“ შვეიცარიელები განსჯიან #1TVSPORT
„დინამო“-„მაკაბის“ შვეიცარიელები განსჯიან #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ისრაელის გუნდს, ჰაიფას „მაქაბის“ შეხვდება. ცნობილი გახდა, უეფა-მ ამ შეხვედრის განსჯა ვის დაავალა.

22 ივლისს პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება. თბილისური გუნდი ისრაელის ჩემპიონს „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი ლუკას ფენდრიხი გახლავთ. მას ასისტენტობას სლადან იოსიპოვიჩი და პასკალ ჰირცელი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ავსტრიელი სებასტიან გიშამერი დანიშნეს.