დინამო ლიდერებს დაეწია - საჩემპიონო ბრძოლა მძაფრდება
დინამო ლიდერებს დაეწია - საჩემპიონო ბრძოლა მძაფრდება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში თბილისის „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ლევან შენგელიამ შეასრულა, რომელმაც 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ეზე „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ლევან კუტალიამ დააფიქსირა და თბილისელებმა „სიონი“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 0:3.

„დინამომ“ 20 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა და ლიდერებთან, ბათუმის „დინამოსა“ (39) და „საბურთალოსთან“ (39) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

საჩემპიონო ბრძოლა კი ძალიან გამძაფრდა.