„დინამო“ ლიდერ „საბურთალოს“ მიუახლოვდა (ვიდეო)

„დინამო არენაზე“ „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 63- ჯერ შეხვდნენ და „დინამომ“ 45 გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე თბილისელთა ლეგიონერმა ფრან კარბიამ გაიტანა და „დინამოს“ სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით „დინამომ“ 16 ქულა დააგროვა, გათამაშების ლიდერ საბურთალოსთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, „დილა“ კი კვლავ აუტსაიდერებში და ხუთი ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.