„დინამო“ ლეგენდების თასის ფინალშია
„დინამო“ ლეგენდების თასის ფინალშია

თბილისის„დინამოს“ ვეტერანთა გუნდმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ლეგენდების თასის ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

„დინამოს“ მეტოქე „ბ“ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ნახევარფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თავიდან გერმანელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ კახა კალაძის ჰეთ-თრიქით და ალესანდრე იაშვილის დუბლით თბილისელებმა 5:2 მოიგეს და მასტერსის ფინალში გავიდნენ.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც „დინამოს“ მეტოქე გაირკვევა.