"დინამო" ”იუვენტუსის” ფეხბურთელს იმატებს
"დინამო" ”იუვენტუსის” ფეხბურთელს იმატებს

ნიკა ძალამიძე საქართველოში დაბრუნდება და სავარაუდოდ თბილისის “დინამოში” ჩაირიცხება. ამ ინფორმაციას კლუბში ადასტურებენ.

არსებული ცნობებით, ”დინამოს” ხელმძღვანელები ფეხბურთელს სიტყვიერად შეუთანხმდნენ, ხელშეკრულება კი, საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.

ძალამიძე ზუგდიდელია და საფეხბურთო კლუბ ”ბაიაში” იზრდებოდა. თამაშობდა მოსკოვის ცსკა-ს დუბლშემადგენლობაში, შემდეგ კარიერა პოლონეთში გააგრძელა – “ვიძევში”, “იაგელონიასა” და “გურნიკში”. 2016 წელს თურქულ “რიზესფორში” გამოდიოდა, ბოლოს კი რუმინულ ბუქარესტის “იუვენტუსში” ჩაირიცხა, მაგრამ ხშირად არ თამაშობდა და კლუბი დატოვა.

26 წლი შეტევ ნახევარმცველი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო ეროვნულ გუნდში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დამატება “დინამოსთვის” პლუსი იქნება და კლუბს გააძლიერებს.