„დინამო“ „ჰერტას“ შეხვდება - კობიაშვილი ლეგენდების თასის ფინალს გამოტოვებს
„დინამო“ „ჰერტას“ შეხვდება - კობიაშვილი ლეგენდების თასის ფინალს გამოტოვებს

თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ლეგენდების თასის ფინალში ლევან კობიაშვილის „ჰერტას“ შეხვდება.

ნახევარფინალში „დინამომ“ ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო ბერლინელები ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდნენ, დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა მეორე დღეს ვერ ითამაშა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თბილისის „დინამოსთან“ ფინალსაც გამოტოვებს.