„დინამო“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზეა - ევროსეზონს სამი ქართული გუნდი აგრძელებს
„დინამო“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზეა - ევროსეზონს სამი ქართული გუნდი აგრძელებს
თბილისის „დინამომ“ ანდორის „ენგორდანს“ განმეორებითი შეხვედრაც მოუგო და ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა.
 
თბილისში გამართული პირველი შეხვედრა „დინამომ“ ანგარიშით 6:0 მოიგო და რეალურად, ამ რაუნდში გამარჯვებული მატჩის დაწყებამდე იყო ცნობილი.
თბილისელებმა შეხვედრა ვარჯიშს დაამსგავსეს და განსაკუთრებული მონდომების გარეშე, მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე აბდელ მეჯუბმა გაიტანა. ორ წუთში კარის წინ მარტო დარჩენილ ნოდარ ქავთარაძეს „ენგორდანის“ კარის მეორედ შერხევა შეეძლო, მაგრამ რეალური შანსი გაანიავა, „დინამომ“ კი საბოლოოდ განმეორებითი შეხვედრა ანგარიშით 0:1 მოიგო და მეორე ეტაპზე გავიდა.
ამგვარად, ოთხიდან სამი ქართული გუნდი ევროგათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა – „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აგრძელებს ბრძოლას, ხოლო თბილისის „დინამო“ და საჩხერეს „ჩიხურა“ – ევროპის ლიგაზე.