„დინამო“ ბოსნიაში გაემგზავრა - თბილისელები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „ზრინსკის“ შეხვდებიან #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი ბოსნიაში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩს მოსტარის „ზრინსკისთან“ ჩაატარებს.
ეს არის ქვეყნის ჩემპიონთა (და არა ლიგაზე გასული გუნდების 19-წლამდელთა) გზის პირველი რაუნდის პირველი ეტაპის დაპირისპირება, რომელიც ქალაქ გაბელას „პერიცა პერო პავლოვიჩის არენაზე“ 20:30 საათზე დაიწყება.
შეხვედრას პოლონელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ვოიცეხ მიჩი იქნება.
ჩემპიონთა გზის პირველი რაუნდის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრა „დინამო თბილისის“ და „ზრინსკის“ შორის პირველ ოქტომბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.
წარმატების შემთხვევაში „დინამო თბილისის“ მომდევნო მეტოქე კვიპროსის „ლარნაკა“ იქნება, ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე – „ლუდოგორეცი“.