„დინამო“ „ბარსელონეტას“ შეხვდება - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ
„დინამო“ „ბარსელონეტას“ შეხვდება - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა თასზე წლეულსაც იასპარეზებს. წილისყრამ მონაწილე 12 გუნდი ორ ჯგუფად გაანაწილა. თბილისელებთან B ჯგუფში მოხვდნენ: „ტელეკომი“ (უნგრეთი), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ჰანოვერი“ (გერმანია), „იარდანი“ (მონტენეგრო) და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული.

საკვალიფიკაციოს ოთხი გუნდი თამაშობს – „ყაზანი“ (რუსეთი), „ბრეშა“ (იტალია), „ოსკი“ (უნგრეთი), „ვულიამენი“ (საბერძნეთი).

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება „ბაბლის“ სისტემით გაიმართება: გუნდები შეიკრიბებიან იტალიის ქალაქ ოსტიასა და უნგრეთში, სადაც სამ ტურს გაითამაშებენ. ლიგა დეკებერში დაიწყება.