„დინამო“ ბაქოში ჩაფრინდა - ცხადაძე აზერბაიჯანს 22 მოთამაშით ესტუმრა #1TVSPORT
„დინამო“ ბაქოში ჩაფრინდა - ცხადაძე აზერბაიჯანს 22 მოთამაშით ესტუმრა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ბაქოში გაემგზავრა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

დინამოელები დღეს საღამოს ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს.

აზერბაიჯანის დედაქალაქში „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი წაიყვანა. აღსანშნავია, რომ სიაშია მარცხენა შემტევი გიორგი ჩხეტიანი, რომელიც 18 წლისაა და ჯერ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. გიორგი „დინამოს აკადემიის“ აღზრდილია.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე;

მცველები: ნოდარ იაშვილი, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, სანდრო კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე;

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, მილან რადინი, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, გიორგი ჩხეტიანი;

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი, თორნიკე ახვლედიანი, ბარნს ოსეი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისური შეხვედრა „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ 14 ივლისს გაიმართება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.