დიმიტროვის კორონავირუსით ინფიცირების გამო ჯოკოვიჩის ფინალური მატჩი გაუქმდა

11:00, 22.06.2020

ხორვატიაში საჩვენებელი ტურნირის ფინალური მატჩი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რუს ანდრეი რუბლიოვს შორის გაუქმდა.

თამაშამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა ტურნირის ერთ-ერთი მონაწილის, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. ერთ-ერთი ორგანიზატორი კორტზე გავიდა და ფინალური მატჩის გაუქმება გამოაცხადა.

ტურნირი ხორვატიაში, ისევე, როგორც ერთი კვირით ადრე ანალოგიური სერიის შეჯიბრი სერბეთში, მაყურებლების თანხლებით მიმდინარეობდა, ხოლო მონაწილეები ყოველთვის არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების წესებს. დიმიტროვს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა ჯოკოვიჩთან, გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან და ავსტრიელ დომინიკ ტიმთან. ახლა, ყველას კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევს.

მსგავსი