დიმიტრის პელკასი - ნაკრებში მეორეხარისხოვანი ვიყავი და საქართველოსთან პირველმა გოლმა ძალიან გამახარა #1TVSPORT
დიმიტრის პელკასი - ნაკრებში მეორეხარისხოვანი ვიყავი და საქართველოსთან პირველმა გოლმა ძალიან გამახარა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებს ბათუმში გამართულ შეხვედრაში ორივე გოლი თურქეთში მოთამაშე ბერძენმა ფეხბურთელებმა გაუტანეს – ანგარიში პენალტით ტასოს ბაკასეტასმა გახსნა („ტრაბზონი“), ხოლო საბოლოო ანგარიში დიმიტრის პელკასმა („ფენერბახჩე“) 90+5-ე წუთზე დააფიქსირა.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ მოვიგეთ. მოთმინება გამოვავლინეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და გვჯეროდა, რომ გოლებს ბოლოს მაინც გავიტანდით. ასე რომ, ჩვენ ასევე უნდა მოვიგოთ დარჩენილი მატჩები. შეხვედრის უმეტეს დროს თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ახლა შვედეთს შევხდებით, რომელიც რეალურად ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება. ამიტომ საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლებში მონაწილეობისთვის საქართველოსთან მოგება იყო საჭირო. ახლა ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ“, – ამბობს დიმიტრის პელკასი.

აღმოჩნდა, რომ პელკასი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოსთან ისტორია დაწერა – საბერძნეთის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 21-ე შეხვედრაში პირველი გოლი სწორედ ბათუმში ჩაიწერა, სადაც ის მოედანზე შეცვლაზე შევიდა. პელკასმა საბერძნეთის ნაკრებში გატანილ პირველ გოლსა და გუნდის დარჩენილ შეხვედრებზე ისაუბრა.

„დიდი ხანია ველოდები ამ გოლს და ნაკრებში შანსს, მთელი ამ წლების განმავლობაში ეროვნულ გუნდში მნიშვნელოვანი როლი არც მქონია. ყოველთვის ვცდილობდი და მზად ვიყავი, ნაკრებს დავხმარებოდი. ეროვნული გუნდის ფორმით გოლის გატანის განცდა წარმოუდგენელი ბედნიერებაა. იმედია, ჩვენს ქვეყანას მეტ გოლსა და მეტ წარმატებას მოვუტანთ“, – ამბობს პელკასი.

საბერძნეთის ნაკრებმა ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის საქართველოს ნაკრები 0:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი შეინარჩუნა.