დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს სურს, დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე ესაუბროს
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს სურს, დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე ესაუბროს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პარიზში დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს სურს, რომ ტრამპს აშშ-ის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვების საკითხზე ესაუბროს. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა პარიზში 11 ნოემბერსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვული შეთანხმების დატოვებას გეგმავს, რადგან ოფიციალური მოსკოვი ვალდებულებებს არ ასრულებს.