დიმიტრი პესკოვი - ბრიტანეთის ბრალდება, რომ ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიის ქალაქ დუმაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, უსაფუძვლოა
დიმიტრი პესკოვი - ბრიტანეთის ბრალდება, რომ ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიის ქალაქ დუმაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, უსაფუძვლოა

ბრიტანეთის ბრალდება, რომ ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიის ქალაქ დუმაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, რუსეთი ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამოძიებას.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ბრიტანული დელეგაცია აცხადებს, რომ რუსეთსა და სირიას ამ დრომდე არ დაუშვია საშვი მათი ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მოსახვედრად.

პესკოვი ასევე შეეხო აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებსაც. მისი შეფასებით, ეს საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა და აგრესიის აქტი იყო.