დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის საუბრის დეტალებზე ბევრი არასწორი ინფორმაცია ქვეყნდება და უმჯობესია პირველწყაროებზე დაყრდნობა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის საუბრის დეტალებზე გავრცელებული ცნობების შესახებ და აღნიშნა, რომ უმჯობესია პირველწყაროებზე დაყრდნობა, რადგან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
„ამჟამად ბევრი არასწორი ინფორმაცია ქვეყნდება, მათ შორის გავლენიანი გამოცემების მიერაც, ამიტომ უნდა მოუსმინოთ მხოლოდ პირველწყაროებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე „ფაინენშელ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ.