დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგები ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არის
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგები ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არის

რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევში გამოიყენებს, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება; ხოლო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგები ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები შესრულებული იქნება. ამაში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება, შეგვიძლია, გამოვიყენოთ და ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს, რომ აღმოვფხვრათ საფრთხე ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.