დიმიტრი მედვედევი - სალომე ზურაბიშვილის რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა
დიმიტრი მედვედევი - სალომე ზურაბიშვილის რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რომლითაც მან რუსეთი საქართველოში პროტესტის ორგანიზებაში დაადანაშაულა, – წერს „რია.რუ“. გამოცემა აღნიშნავს, რომ მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არაპროფესიონალურია. მისი თქმით, ზურაბიშვილი ან არ არის საქმის კურსში ან გამიზნულად ამახანიჯებს საქმის ვითარებას.

„ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება არის რეალური სურათის შეცვლის მცდელობა“, – ამბობს მედვედევი.

მისი თქმით, ზურაბიშვილის ასეთი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. ასევე, რუსეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ანტირუსული განწყობის გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს რეკომენდაციას, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

„მაშინ უკვე რეალური პრობლემები იქნება საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს უკავშირდება. რუსეთის პრემიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში არსებული პროტესტი მიმართულია იმისკენ, რომ ააფეთქონ პოლიტიკური სისტემა.

„ამიტომ, ამ ყველაფერს თან ახლავს სხვადსხვა პოლიტიკური კლოუნების (ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის) კომენტარები, რომლებიც მაშინვე ერთვებიან პროცესებში“, – აღნიშნა მედვედევმა.