დიმიტრი ხუნდაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა - ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და აშკარად შემოყოლილი გაქვთ გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა
დიმიტრი ხუნდაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა - ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და აშკარად შემოყოლილი გაქვთ გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა

მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენელებს, ღმერთმა გამრავლოთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, ალეკო ელისაშვილს დანარჩენი ოპოზიციონერების გავლენა შეატყო.

„უბრალოდ, ბატონი ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვა მომეჩვენა, რომ უკვე გავლენა შემოყვათ ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომების, რომელსაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ, თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. თქვენ ამისი თუ გჯერათ, კარგია, აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობს, ცოტა მეტი უფრო მაინც იყოთ. საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისაგან და აღიაროთ, რომ არავითარ გავლენას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში დღეს განაცხადა: „გვჯერა, არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები და ის მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ხელი მოვაწერეთ“.