დიმიტრი ხუნდაძე - მეტად უნდა გადავფაროთ ცრუ ინფორმაციები სიმართლით და იმ პოზიტიური გეგმებით, რაც დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ აქვს
დიმიტრი ხუნდაძე - მეტად უნდა გადავფაროთ ცრუ ინფორმაციები სიმართლით და იმ პოზიტიური გეგმებით, რაც დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ აქვს

მეტად უნდა გადავფაროთ ცრუ ინფორმაციები სიმართლით და იმ პოზიტიური გეგმებით, რაც დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე​ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქამდეც ხდებოდა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

„მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველი ტური არასასურველი შედეგით დასრულდა, ჩვენ დავგეგმეთ ახალი სტრატეგია, მეტი ეფექტურობა, საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა და მეტად გადაფარვა ცრუ ინფორმაციებისა სიმართლით და იმ პოზიტიური გეგმებით, რაც დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ აქვს.

მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საზოგადოებას ჩვენმა ოპონენტებმა და პარტიულმა ტელევიზიებმა მიაწოდეს და ყოველ წუთას ასაზრდოებდნენ ცრუ ინფორმაციებით და ამას ჩვენ ვერ ვუპასუხეთ ადეკვატურად, რაც გაკეთებულია, ჩვენ ვერ მივიტანეთ მოსახლეობამდე.

ასე რომ, მედიას მინდა გთხოვოთ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებას გააგონოთ საზოგადოების ხმა, არამედ ხელისუფლების ხმაც გააგონეთ საზოგადოებას, რომ საზოგადოებამ შეძლოს სწორი შეფასება და სწორი არჩევანის გაკეთება.

მოსახლეობასთან შეხვედრები აქამდეც ხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. ამიტომ, ვფიქრობ, სწორია, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, მეტად მოსმენა მათი პრობლემების და სწორად დაგეგმვა, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.