დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის შიგნიდან გატეხვის მსურველებს რევოლუციის გეგმა ჩაუგდო
დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის შიგნიდან გატეხვის მსურველებს რევოლუციის გეგმა ჩაუგდო

ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის შიგნიდან გატეხვის მსურველებს რევოლუციის გეგმა ჩაუგდო, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ რეალური ხიფათი აიცილა თავიდან.

„უკეთესი იქნებოდა, გარედან ჩართულობის გარეშე მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რაც ვერ შევძელით. შეთანხმების რა დოკუმენტიც ჩვენმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს, ამაზე უკეთესი, როგორც ჩანს, მათაც ვერ შეძლეს. ახლა მთავარია, ამ შეთანხმების ჩარჩოდან არ გავიდეთ, მაგრამ ჯერ ყველა უნდა შევიდეთ.

ამ ეტაპზე, რაც მთავარია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის შიგნიდან გატეხვის მსურველებს რევოლუციის გეგმა ჩაუგდო. ქვეყანამ და საზოგადოებამ კი რეალური ხიფათი თავიდან აიცილა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი