დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 20 კანდიდატის სიის ნომინირებას პარლამენტში სავარაუდოდ ორ თვეში მოვახდენთ
დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 20 კანდიდატის სიის ნომინირებას პარლამენტში სავარაუდოდ ორ თვეში მოვახდენთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 20 კანდიდატის სიის ნომინირებას პარლამენტში სავარაუდოდ ორი თვის შემდეგ მოახდენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატად დარეგისტებული 139 აპლიკანტიდან ხუთ სამუშაო დღეში 50 კანდიდატი შეირჩევა, რომლებიც გასაუბრებაზე დაიშვებიან. შემდეგ კი, ფარული კენჭისყრით მოხდება 20 კანდიდატის გამოვლენა, რომლების ნომინირებაც პარლამენტში მოხდება.

„თითოეულ ამ ეტაპს კონკრეტული ვადები აქვს. ვვარაუდობ, რომ ორი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა დასრულდეს ეს პროცედურა და კანდიდატთა სია გაეგზავნოს პარლამენტს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.