დიმიტრი ცქიტიშვილი - საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას ერთი პერიოდი ხელისუფლება თუ ცდილობდა, ახლა ოპოზიცია ცდილობს
დიმიტრი ცქიტიშვილი - საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას ერთი პერიოდი ხელისუფლება თუ ცდილობდა, ახლა ოპოზიცია ცდილობს

ერთი პერიოდი ხელისუფლება თუ ცდილობდა, საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შეეყვანა, ახლა მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანას ოპოზიცია ცდილობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს არ აწყობთ, რომ შეთანხმება შედგეს.

„მოცემულობა ძლიერ პარტიებს აძლევს უპირატესობას და მათ ამის დაკარგვა არ უნდათ. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“.

არაჯანსაღი იქნება, რომ ყველა ერთ აზრზე დარჩეს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება კომპრომისის მოძებნა არ უნდოდეს და ასე დარჩეს ყველა დანარჩენი. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, ზოგს – მეტი, ზოგს – ნაკლები. საბოლოო გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და არა იქიდან გამომდინარე, ვის რამდენი სკამი შეხვდება, არამედ იქედან გამომდინარე, თუ რა იქნება უკეთესი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.