დიმიტრი ცქიტიშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა
დიმიტრი ცქიტიშვილი - გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან რაც ხდება, არის კლოუნადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად თავი გაიმართლოს და თავისი დამარცხება ვიღაცას გადააბრალოს.

ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი აქცია არც მასშტაბურია და არც ადეკვატური მოთხოვნა აქვთ.

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, რაც არსებულ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მათ საშუალება ჰქონდათ, პროცესში ჩართულიყვნენ და ქვეყანა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, კლოუნადაა იმის, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ და თავის დამარცხება ვიღაცას გადააბრალონ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა