დიმიტრი ცქიტიშვილი - დავით გარეჯის საკითხზე ზედმეტი ემოციები შესაძლოა ხელისშემშლელი იყოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - დავით გარეჯის საკითხზე ზედმეტი ემოციები შესაძლოა ხელისშემშლელი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე ზედმეტი ემოციები შესაძლოა ხელისშემშლელი იყოს. მის თქმით, როდესაც მოსალოდნელია პროვოკაციები, ყოველთვის იქნება მესამე ძალა, რომელსაც შუღლის გაღვივების სურვილი ექნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომისიის მუშაობას მშვიდი გარემო შევუქმნათ. კომისიამ საკითხები უნდა დაასრულოს და ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ჩვენს და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ინტერესებშია. ყველას მოვუწოდებ, ამ კუთხით სახელმწიფოს მეტი საშუალება მივცეთ, საქმე წყნარ ვითარებაში აკეთოს.

ზედმეტი ემოციები ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს. არ არის გამორიცხული, საპირისპირო მხრიდანაც მსგავსი ემოციური ტალღა იყოს, რაც არ არის სასარგებლო არც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არც ამ პრობლემის გადასაწყვეტად და არც საბოლოო პოზიტიური შედეგის დასადგომად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ემოციებისგან თავი შეიკავონ. კონსენსუსის იმედი მაქვს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.