დიმიტარ დიმიტროვი ბულგარეთის ნაკრების გაწვრთნაზე უარს ამბობს #1TVSPORT
საქართველოს მეტოქე, ბულგარეთის ნაკრები, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. მის ნაცვლად მთავარ ფავორიტად მიჩნეული დიმიტარ დიმიტროვი კი ეროვნულ გუნდში მუშაობაზე უარს ამბობს.
მოსალოდნელია, რომ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია „ჩერნო მორეს“ მწვრთნელს, ილიევს დაშორდება გასულ კვირას დაწყებულ მსოფლიო შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან და საქართველოსთან 3:0 მარცხის შემდეგ.
დიმიტროვი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბულგარეთს ოფიციალურად ჯერ კიდევ ჰყავს მთავარი მწვრთნელი.
„ახლა ისევ დღის წესრიგში ვარ? კი, მაგრამ არა! ჩემთან ამაზე არავის უსაუბრია. საქართველოდან წავაგეთ და ისევ დაიწყო ლაპარაკი მწვრთნელის შეცვლაზე. ნაკრებს კი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ილიან ილიევი. არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება, მით უფრო, რომ ჩემი ცოლი აღარსად მიშვებს“, – ამბობს დიმიტროვი.
ბოლოს დიმიტროვი ბულგარეთის ნაკრებს გასული საუკუნის ბოლოს (1998–1999) ხელმძღვანელობდა.