დიმარკო სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის, კივუ - საუკეთესო მწვრთნელი #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ მცველი ფედერიკო დიმარკო 2025-26 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ იტალიის ჩემპიონატის პრესსამსახური იტყობინება.
წლევანდელ სეზონში 28 წლის იტალიელმა 34 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. დიმარკოსთვის ეს პირველი ამგვარი აღიარებაა კარიერაში.
გარდა ამისა, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი გახდა „ინტერის“ დამრიგებელი კრისტიან კივუ. მან მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში გააფორმა და პირველივე სეზონში გუნდს დუბლი მოაგებინა.