„დილაში“ გუგეშაშვილი და მუჯრიშვილი დაბრუნდნენ
„დილაში“ გუგეშაშვილი და მუჯრიშვილი დაბრუნდნენ

გორის „დილა“ დაკომპლექტებას ასრულებს და ორი მეკარე დაიმატა. პირველი ლუკა გუგეშაშვილია, მეორე მიხეილ მუჯრიშვილი, რომლებიც გუნდის ღირსებას აქამდეც იცავდნენ.

გუგეშაშვილი „დილაში“ 2018 -2020 წლების სეზონში თამაშობდა და ჯამში კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. დეკემბერში მას კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა, პოლონურ „იაგელონიაში“ დაბრუნდა და გუნდის შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ 2021 წელსაც „დილაში“ ითამაშებს. ამის თაობაზე პოლონურ კლუბმა და „დილამ“ მორიგი საიჯარო შეთანხმება გააფორმეს.

36 წლის მუჯრიშვილი „დილას“ ღირსებას 2015-17 წლებში იცავდა. დილას გარდა მუჯრიშვილს სხვადასხვა დროს, „სამტრედიას“, მარტვილის „მერანის“, „ცხინავალის“, „არაგვის“ რიგებში უთამაშია, ბოლო სეზონი კი ბოლნისის „სიონის“ ღირსებას იცავდა.

გასული სეზონის შემდეგ გორის „დილაში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეები იყო – გორის გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ დატოვა, რომელიც „დინამო თბილისში“ გადავიდა. გუნდი მის ნაცვლად ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი მოთამაშემ, უკრაინელმა ანდრეი დემჩენკომ ჩაიბარა.

საგრძნობლად განახლდა შემადგენლობაც – გორელებმა დაიმატეს ნორვეგიული „ვალერანგასგვინეელი შემტევი უსმან კამარა, დაიბრუნეს ტოგოელი თავდამსხმელი დიდიე კოუგბენია. გორელებისთვის შეუტევს პაატა ღუდუშაური (რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა), თბილისის „დინამოდან“ კი ორი თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე და ირაკლი ბუღრიძე დაიმატეს, „თელავიდან“ – ცოტნე მოსიაშვილი, ხოლო „საბურთალოდან“ – ანრი ჭიჭინაძე. ამავე დროს, „დილა“ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა დატოვა.