„დილაში“ ექსიუვენტუსელი ჩაირიცხა - გორელებმა მეშვიდე ლეგიონერი დაიმატეს
„დილაში“ ექსიუვენტუსელი ჩაირიცხა - გორელებმა მეშვიდე ლეგიონერი დაიმატეს
გორის „დილაში“ ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა – ვანდერსონ სილვა. ის 28 წლისაა და ბარზილიელი გახლავთ. ვანდერსონ სილვა „დილას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კლუბთან ხელშეკრულება კი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში ითამაშა – „ატლეტიკო იუვენტუსში“, „ვილა ნოვაში“, „ოპერარიოსა“ და „ანაპოლისში“ გაატარა, საქართველო კი მისთვის საზღვარგარეთის მესამე ქვეყანა იქნება. აქამდე ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში, „ბნეი სახნინსა” და „საბაჰში“ უთამაშია.
ვანდერსონ სილვა „დილას“ მე-7 ლეგიონერია. გუნდში მანამდე ირიცხებოდნენ ალეფ სანტოსი, რამალიკ ეტოუ, ბალგუ იუნდუნტი, ფრანცისკო მადინდა, ამოს ნონდი და მიკოლა კოვტაალიუკი.
ლეგიონერების რაოდენობით გორის „დილა“ ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზეა – ყველაზე მეტი, 9 ლეგიონერი „სამტრედიას“ თამაშობს.
დატოვე კომენტარი