„დილასა“ და „თელავის“ შეხვედრა შეჩერდა - კაპანაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს #1TVSPORT
„დილასა“ და „თელავის“ შეხვედრა შეჩერდა - კაპანაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრა გორის „დილასა“ და „თელავს“ შორის პირველ ტაიმში შეჩერდა. სტუმართა მცველმა, ცოტნე კაპანაძემ თავი ცუდად იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, მალე კი აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდებოდა.

შეხვედრის მსვლელობისას, 27-ე წუთზე 21 წლის მცველს ფეხი ასტკივდა და გაუყინეს, თამაშიც გააგრძელა, მაგრამ მალე ტკივილმა ისევ შეაწუხა. მოედანზე მისი დარჩენა გაუმართლებელი იყო და სასწრაფო დახმარების მანქანით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თამაში საკმაო ხნით შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაგრძელდა.

„თელავის“ მცველი გონზე იყო და კონტაქტური გახლდათ, მაგრამ ჯერ უცნობია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშის დაზიანება როგორი სირთულისაა.