„დილას“ ყოფილი კაპიტანი სომხეთში ითამაშებს, ჭიჭინაძე - უზბეკეთში #1TVSPORT
„დილას“ ყოფილი კაპიტანი სომხეთში ითამაშებს, ჭიჭინაძე - უზბეკეთში #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ გორის „დილადან“ წასული ორი მოთამაშე კარიერას პოსტაბჭოურ ქვეყნებში გააგრძელებს. ამოს ნონდი სომხეთში ითამაშებს, ხოლო ანრი ჭიჭინაძე – უზბეკეთში.

23 წლის ამოს ნონდი საქართველოში 2017 წელს ფოთის „კოლხეთში“ გამოჩნდა. კენიელი უნივერსალი ფეხბურთელი (თამაშობს ცენტრალურ მცველად და საყრდენ ნახევარმცველად) „დილაში“ 2018 წელს გადავიდა და ბოლო წლებში ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

გასულ სეზონში კენიელი ლეგიონერი „დილას“ კაპიტანი გახდა. ამოს ნონდი კარიერას ერევნის „არარატ-არმენიაში“ გააგრძელებს. მან სომხურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უზბეკეთში ითამაშებს ანრი ჭიჭინაძე, „დილას“ 25 წლის ცენტრალური მცველი ქუთაისელია და კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ერთი სეზონი „საბურთალოში“ გაატარა.

ჭიჭინაძე „დილაში” 2021 წელს გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელიც გახლდათ. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტურონთან“, რომელიც უზბეკეთის სუპერლიგაში გასული სეზონის შედეგების მიხედვით გადავიდა.