„დილას“ უკრაინელი მწვრთნელი აღშფოთებულია - სლოვაკები მეორე ეტაპზე სერბმა მსაჯმა გაიყვანა #1TVSPORT
„დილას“ უკრაინელი მწვრთნელი აღშფოთებულია - სლოვაკები მეორე ეტაპზე სერბმა მსაჯმა გაიყვანა #1TVSPORT

პრესკონფერენციაზე გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ სლოვაკურ „ჟილინასთან“ განმეორებით შეხვედრის შემდეგ დიპლომატია დაივიწყა – უკრაინელმა სპეციალისტმა მკაცრად გააკრიტიკა სერბი მთავარი არბიტრი მილო მილანოვიჩი და მას პირდაპირ დაადო ხელი, რომ მეტოქე შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

„მეტოქისთვის არანაირი შანსი არ მიგვიცია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ მსაჯმა „ჟილინას“ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა აჩუქა. ასეთ მომენტებისთვის პენალტი არ ინიშნება და მან თამაში გააფუჭა. ის სერბი მსაჯია და მისთვის უფრო ახლობელი ქვეყნის, სლოვაკეთის გუნდი მეორე ეტაპზე ყურებით გაათრია, დიახ, ასეა – ყურებით გაათრია!“, – განაცხადა დემჩენკომ.

უკრაინელმა მწვრთნელმა „დილას“ ფეხბურთელები შეაქო:

„პირველ შეხვედრაში გუნდით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, მეორეში კი პირიქით – ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ ეს მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ ორმატჩიანი რაუნდი დავთმეთ. ბიჭებით კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი საბრძოლველად და კარგი თამაშისთვის იყვნენ განწყობილები და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. სამწუხაროა, რომ ამის მიუხედავად, პირველივე ტაიმში გატანა ვერ შევძელით, რაც მატჩს სხვა კალაპოტით წარმართავდა“.

დატოვე კომენტარი