„დილას“ თავდამსხმელმა გოლი აქციაზე დაშავებულებისადმი სოლიდარობით აღნიშნა
„დილას“ თავდამსხმელმა გოლი აქციაზე დაშავებულებისადმი სოლიდარობით აღნიშნა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ერთმანეთს აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ – „დილამ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. ანგარიში 47-ე წუთზე გორელთა ტოგოელმა თავდამსხმელმა, დიდიე კოუგბენიამ გახსნა. 50-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა ორამდე გურამ გოშთელიანმა გაზარდა, რომელმაც ცალ თვალზე ხელი აიფარა და ამ ჟესტით 20 ივნისის აქციაზე დაშავებულებისადმი სოლიდარობა გამოხატა.

საბოლოოდ, „დილამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო, 22 ქულა დააგროვა და ქულებით მეშვიდე ადგილზე მყოფ ბოლნისის „სიონს“ დაეწია, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ 14 ქულით ბოლო ადგილზეა.