„დილას“ თავდამსხმელი გიორგი ცეცხლაძე „გარეჯში“ ითამაშებს - საგარეჯოელებმა მეორე მოთამაშეც დაიმატეს #1TVSPORT
„დილას“ თავდამსხმელი გიორგი ცეცხლაძე „გარეჯში“ ითამაშებს - საგარეჯოელებმა მეორე მოთამაშეც დაიმატეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯი 1960-მა“ საზაფხულო პაუზაზე ორი მოთამაშე დაიმატა, – სატრანსფერო სიახლეებს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი ახალწვეული გიორგი ცეცხლაძეა. გორის „დილას“ 20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი საგარეჯოს „გარეჯი 1960-ს“ იჯარით შეუერთდა და გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

„გარეჯის“ კიდევ ერთი ახალწვეული დავით ლომთაძეა. 22  წლის ნახევარმცველი საგარეჯოს გუნდში მარტვილის „მერანიდან“ გადავიდა, სადაც 2020 წლიდან გამოდიოდა. ასევე უთამაშია გაგრაში“.

სეზონის ნახევარი „გარეჯმა“ კარგად ჩაატარა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ლიგა 2-ს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, გიორგი ონიანის გაწვრთნილებმა საწყის 18 ტურში მეტოქეთა კარში 43 ბურთი გაიტანეს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.

გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მცველებსა და მეკარე დავით კუპატაძეს. გუნდმა ყველაზე ცოტა, 14 გოლი გაუშვა. კუპატაძემ 18 მატჩიდან კარი მშრალად ცხრაჯერ შეინახა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.