დილას სპარინგი შეეცვალა და ყაზახები დაამარცხა

19:12, 19.02.2019

გორის დილამ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ეროვნული ლიგის წარმომადგენელს სპარინგი უკრაინულ ლვივთან უნდა გაემართა, თუმცა მეტოქის თხოვნით მატჩი არ შედგა, რამაც განრიგში ცვლილებიბი გამოიწვია –დილა ყაზახურ კასპის დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 25-ე წუთზე გორელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ნონიკაშვილმა გახსნა. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როდესაც ყაზახებმა დილას „გასახდელში გოლი გააყოლეს“ და წონასწორობა აღადგინეს – 1:1.

მეორე ტაიმში გორელებმა სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს: საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა ალვინ ფორტესმა მეორე ტაიმის ბოლოს დააფიქსირა და დილამ 2:1 მოიგო.

მომდევნო მატჩს დილა 20 თებერვალს ტირასპოლის შერიფთან გამართავს, რითაც თურქულ შეკრებას დაასრულებს და საქართველოში დაბრუნდება.

მსგავსი