„დილას“ საუკეთესო ლეგიონერი კვიპროსში გადავიდა #1TVSPORT
„დილას“ საუკეთესო ლეგიონერი კვიპროსში გადავიდა #1TVSPORT

„დილას“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ტაირელ ვოუტერი ლიმასოლის „აპოლონს“ შეუერთდა – ინფორმაციას კვიპროსული კლუბი ავრცელებს.

„ლიმასოლის „აპოლონი“ ოფიციალურად აცხადებს, რომ გორის „დილას“ თავდამსხმელი ტაირელ ვოუტერი დავიმატეთ. ამის შესახებ ქართულ კლუბთან შეთანხმება მიღწეულია. ნიდერლანდელ თავდამსხმელთან კონტრაქტი 2028 წლის მაისამდე გაფორმდა“, – ვკითხულობთ „აპოლონის“ განცხადებაში.

ტაირელ ვოუტერი 22 წლის თავდამსხმელია. 2002 წლის ივლისში ნიდერლანდებში დაიბადა – თამაშობს სამივე შემტევ პოზიციაზე. მან პროფესიული კარიერა 2021 წელს სამშობლოში, „ვოლენდამში“ დაიწყო. შემდეგ ის თამაშობდა ლიეტიუვაში კაუნასის საფეხბურთო აკადემიაში.

საქართველოში 2024 წელს ჩამოვიდა და ეროვნული ლიგის გორის „დილაში“ ჩაირიცხა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შესასრულა. იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა.