„დილას“ მწვრთნელი – მნიშვნელოვანია, რომ ქულების მოპოვებით საქართველოს უეფა-ს რეიტინგში დავეხმაროთ #1TVSPORT
გორის „დილა“ „აპოლონის“ წინააღმდეგ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს 28 ივლისს ლიმასოლში გამართავს. „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტის ვავალისმა მატჩისწინა კომენტარში უეფა-ს რეიტინგში ქულების მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.
ვეცდებით, მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით ვითამაშეთ.
გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ საკლუბო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში“, – განაცხადა „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა.