„დილას“ მწვრთნელი - დარწმუნებული ვარ, „რიგასთან“ გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „რიგასთან“ წაგებაზე (1:2) და იმედი გამოთქვა, რომ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მისი გუნდი გავა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. გასვლით მატჩში ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლეს, რაც ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, რომ საპასუხო მატჩში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ვფიქრობ, თუ საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს.
მჯერა, გორში გულშემატკივარი ბოლო წუთამდე დაგვეხმარება. ახლა ძალების აღდგენის დროა, რათა მომავალი ბრძოლისთვის მოვემზადოთ“, – ამბობს „დილას“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი.
ორმატჩიანი შეხვედრის ბედი გორში გადაწყდება, სადაც „დილა“ „რიგას“ 31 ივლისს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.