„დილას“ ლეგიონერი იმედიანადაა - მჯერა, შემდეგ მატჩსაც მოვიგებთ
„დილას“ ლეგიონერი იმედიანადაა - მჯერა, შემდეგ მატჩსაც მოვიგებთ

გორის „დილას“ შემადგენლობაში საჩხერეს „ჩიხურასთან“ (2:0) ამოს ნონდი ერთ-ერთი გამორჩეული იყო – კენიელმა ნახევარმცველმა მეტოქეს გასაქანი არ მისცა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

21 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, „დილამ“ მატჩი უკეთესი ფსიქოლოგიური მომზადების ხარჯზე მოიგო – მისი აზრით, ეს გუნდს მომავალ ტურშიც დაეხმარება.

„ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან „ჩიხურას“ გასავარდნი ზონიდან გამოსვლა უნდოდა, ჩვენ კი სამი ქულა გვჭირდებოდა. ყველა იმედიანად ვიყავით განწყობილები და ამ განწყობამ დიდი როლი ითამაშა. ჩვენ ტექნიკური ფეხუბრთის წყალობით შევძელით გამარჯვება,. რაც კარგი შეგრძნებაა. ვფიქრობ, ჩვენ მიღწეულზე არ შევჩერდებით, შემდეგი მატჩი თბილისის „მერანთან“ გველის და იმედია, მასთანაც გავიმარჯვებთ“, – ამბობს ნონდი.

ჩიხურათან“ მატჩის შემდეგ ამოს ნონდის კარგი თამაში დაუფასდა და რამდენიმე გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ოთხი ტურის შემდეგ, გორის „დილა“, თბილისის „დინამოს“ შემდეგ, მეორე ადგილზეა. ორივე გუნდმა 8-8 ქულა დააგროვა. გორელები მეორე ადგილზე მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო არიან.

დატოვე კომენტარი