„დილას“ კოვტალიუკის დაბრუნება სურს - უკრაინელი მოლაპარაკებას ადასტურებს
„დილას“ კოვტალიუკის დაბრუნება სურს - უკრაინელი მოლაპარაკებას ადასტურებს

გორის „დილამ“, შესაძლოა, ბოლო წლების საუკეთესო თავდამსხმელი დაიბრუნოს – ლაპარაკია მიკოლა კოვტალიუკზე, რომელმაც ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა.

2019 წლის მარტში, კორეის მეორე ლიგის კლუბმა „ანიანმა“ გორის „დილადან“ კოვტალიუკის ტრანსფერი გამოისყიდა და უკრაინელმა თავდამხმელმა კონტრაქტი ახალ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან გორელებთან მოლაპარაკება დაადასტურა.

„დანამდვილებით არაფერი ვიცი. მაგრამ შესაძლოა, გორის „დილაში“ მართლა დავბრუნდე. ამის შესახებ გუნდთან მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კოვტალიუკი.

დატოვე კომენტარი