„დილას“ ფეხბურთელმა აფრიკის თასზე სრული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
„დილას“ ფეხბურთელმა აფრიკის თასზე სრული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

კამერუნში აფრიკის ერთა თასის გათამაშება დაიწყო. კონტინეტის პირველობის ერთ-ერთი მონაწილე მალავის ნაკრებია, რომლის რიგებში ეროვნული ლიგის გუნდის, გორის „დილას“ ახალგაზრდა შემტევი ფრანცისკო მადინგა ასპარეზობს.

ფრანცისკო და მისი თანაგუნდელები გვინეის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდნენ. მადინგამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

მალავის ეროვნული გუნდი ტურნირის „ბ“ ჯგუფში ზიმბაბვესთან, სენეგალთან და გვინეასთან ერთად გამოდის, მომდევნო შეხვედრას კი მადინგას გუნდი დღეს, 14 იანვარს ზიმბაბვესთან გამართავს.

ზიმბაბვეს გუნდის განაცხადშია ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი ალიკ მუდიმუ, მაგრამ პირველ ტურში, სადაც მისი გუნდი სენეგალთან 0:1 დამარცხდა, ქუთაისელთა ექსწევრს არ უთამაშია.